ორი VPS შეიძლება ტექნიკურად თითქმის ერთნაირი იყოს - იგივე CPU, იგივე RAM, იგივე NVMe - და მაინც სრულიად განსხვავებული პროდუქტი გამოდგეს. მიზეზი მარტივია: ერთ შემთხვევაში სერვერის ყოველდღიური მოვლა თქვენი საქმეა, მეორეში კი მისი ნაწილი პროვაიდერზე გადადის.
ამიტომ Managed და Unmanaged VPS-ს შორის არჩევისას პირველი კითხვა არ უნდა იყოს „რომელი იაფია?“. უფრო სასარგებლოა იკითხოთ: თუ კვირას საღამოს ვებ-სერვერი გაჩერდა, ვინ შევა SSH-ით, ვინ ნახავს ლოგებს და ვინ გადაწყვეტს პრობლემას? პასუხი ხშირად არჩევანს თვითონ გაჩვენებთ.
თუ ჯერ VPS-ის შესაძლებლობებსა და იზოლაციის პრინციპს ეცნობით, ჯერ „რა არის VPS ჰოსტინგი?“ გაიარეთ - შემდეგ Managed/Unmanaged განსხვავება ბევრად უფრო გასაგები ხდება.
ერთი შეხედვით ერთნაირი VPS, რეალურად განსხვავებული პასუხისმგებლობა
| საკითხი | Unmanaged VPS | Managed VPS |
|---|---|---|
| ოპერაციული სისტემის მოვლა | ძირითადად თქვენი გუნდი | მომსახურების scope-ის ფარგლებში პროვაიდერი |
| უსაფრთხოების განახლებები | თქვენ გეგმავთ და ასრულებთ | ხშირად მართვის სერვისის ნაწილია |
| ინციდენტის პირველადი დიაგნოსტიკა | თქვენი პასუხისმგებლობაა | შესაძლოა პროვაიდერმა აიღოს |
| არასტანდარტული კონფიგურაცია | მაქსიმალური თავისუფლება | უნდა შეესაბამებოდეს მხარდაჭერის პირობებს |
| ფარული ხარჯი | თქვენი გუნდის დრო | უფრო მაღალი მომსახურების ფასი |
სწორედ ამიტომ „Unmanaged იაფია“ ყოველთვის სრული წინადადება არ არის. თუ დეველოპერი ყოველ კვირას საათებს ხარჯავს სისტემურ ადმინისტრირებაზე, ეს დრო პროექტის განვითარებას აკლდება.
სამი გუნდი, სამი განსხვავებული პასუხი
1. მცირე ბიზნესი, სადაც ტექნიკური ადამიანი მუდმივად ხელმისაწვდომი არ არის
აქ Managed VPS ხშირად უფრო მშვიდი არჩევანია. ბიზნესს ჩვეულებრივ აინტერესებს საიტი მუშაობდეს, backup არსებობდეს და პრობლემის დროს იცოდეს ვის მიმართოს - არა ის, რომ თავად მართოს package updates ან web-server configuration.
2. დეველოპერული გუნდი, რომელსაც სრული კონტროლი უნდა
თუ გუნდში Linux გამოცდილება უკვე არის, გაქვთ საკუთარი monitoring, deployment და security პროცესები, Unmanaged VPS შეიძლება უკეთესად ჯდებოდეს. ასეთ შემთხვევაში თავისუფლება რეალური უპირატესობაა და არა დამატებითი მოვალეობა.
3. სააგენტო, რომელსაც რამდენიმე კლიენტის საიტი აქვს
სააგენტოსთვის საკითხი ხშირად შერეულია: აპლიკაციებს თვითონ მართავს, მაგრამ არ სურს ღამის სამ საათზე kernel-ის, mail service-ის ან disk-ის პრობლემაზე ფიქრი. ასეთ გარემოში managed მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ მხარდაჭერის საზღვრები თავიდანვე მკაფიოა. ამ თემაზე სასარგებლოა ჩვენი ძველი სტატიაც - სერვერის მართვა და დროის ეკონომია.
თუ ჯერ საერთოდ არ გაქვთ გადაწყვეტილი რომელი კლასის ჰოსტინგი გჭირდებათ, ჰოსტინგ პაკეტის შერჩევის კრიტერიუმებიც შეადარეთ თქვენს რეალურ workload-ს.
შეკვეთამდე ოთხ რამეს წერილობით დავაზუსტებდი
- რას მოიცავს management? მხოლოდ OS-ს, თუ web server-ს, database-სა და control panel-საც?
- backup ცალკე სერვისია? „Managed“ ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა backup სცენარი შედის.
- რა ხდება custom configuration-ის შემთხვევაში? ზოგი ცვლილება შეიძლება მხარდაჭერის scope-ს სცდებოდეს.
- ვის ეკუთვნის აპლიკაციის პრობლემა? WordPress plugin-ის bug და Linux service-ის ავარია ერთი და იგივე ტიპის მხარდაჭერა არ არის.
თუ ჯერ VPS-ის ტიპს არჩევთ, შეგიძლიათ გადახედოთ SERVER1-ის VPS მიმართულებას და შემდეგ გადაწყვიტოთ, გჭირდებათ მეტი კონტროლი თუ ნაკლები ოპერაციული დატვირთვა. კარგი არჩევანი ის არის, რომელიც თქვენს გუნდს სამუშაოს უმარტივებს - არა ის, რომელსაც უბრალოდ ყველაზე დაბალი თვიური ფასი აწერია.