SERVER1 Logo Dark Icon
მთავარი/Dedicated სერვერები

Dedicated სერვერები

მიიღე მაღალი წარმადობა და სრული ფიზიკური რესურსი შენი პროექტისთვის. აირჩიე ლოკაცია და მართვის მოდელი: სერვერები საქართველოში, მართვადი სერვერები საქართველოში, გლობალური სერვერები, მართვადი გლობალური სერვერები ან GPU სერვერები.

მაღალი წარმადობა • იზოლაცია • უსაფრთხოება • ტექნიკური მხარდაჭერა
უფასო მიგრაცია - მინიმალური Downtime-ით. ბაზების, ფაილების, ელფოსტების უსაფრთხო გადმოტანა.

აირჩიე სერვერის მიმართულება

აირჩიე ლოკაცია და მართვის მოდელი: სერვერი საქართველოში, გლობალური Dedicated ინფრასტრუქტურა, Managed მომსახურება ან GPU რესურსი.

სერვერები საქართველოში

Self-managed / Root Access

საქართველოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული Dedicated სერვერები სრული Root/Admin წვდომით.

იხილე სერვერები

მართვადი სერვერები საქართველოში

SERVER1 Managed

Dedicated სერვერები საქართველოში SERVER1-ის ადმინისტრირებით, მონიტორინგითა და შეთანხმებული Managed scope-ით.

იხილე მართვადი სერვერები

გლობალური სერვერები

International Bare Metal

საერთაშორისო Dedicated ინფრასტრუქტურა შერჩეულ გლობალურ ლოკაციებზე, self-managed მართვის მოდელით.

იხილე გლობალური სერვერები

მართვადი გლობალური სერვერები

Global + SERVER1 Managed

საერთაშორისო Bare Metal ინფრასტრუქტურა SERVER1-ის Managed ადმინისტრირებითა და მხარდაჭერით.

იხილე მართვადი გლობალური სერვერები

GPU სერვერები

AI / ML / Rendering

GPU რესურსი ხელოვნური ინტელექტის, ML, რენდერისა და მაღალი პარალელური გამოთვლებისთვის.

იხილე GPU სერვერები
თუ ვერ არჩევ სწორ მიმართულებას...მოგვწერე workload, CPU/RAM/დისკის მოთხოვნები და სასურველი ლოკაცია - დაგეხმარებით სწორი მოდელის შერჩევაში.

რა არის Dedicated სერვერი?

Dedicated სერვერი არის ფიზიკური Bare Metal რესურსი, რომელიც მთლიანად ერთ მომხმარებელს ეკუთვნის. ის გამოიყენება მაშინ, როცა VPS აღარ არის საკმარისი წარმადობის, უსაფრთხოების, იზოლაციის ან აპარატურული კონტროლის მხრივ.

ვისთვის არის Dedicated?

ecommerce, SaaS, ბაზები, ERP/CRM, DevOps და AI/ML ამოცანებისთვის.

საქართველო, გლობალური თუ Managed?

ჯერ აირჩიე ლოკაცია, შემდეგ მართვის მოდელი. GPU მიმართულება გამოიყენე სპეციალიზებული გამოთვლითი დატვირთვისთვის.

როგორ ავირჩიოთ?

CPU/RAM, disk, GPU, backup, uptime და management model-ის მიხედვით.

რას იღებს მომხმარებელი?

ფიზიკურ რესურსს, მაღალ წარმადობას, იზოლაციას და კონსულტაციას სწორი კონფიგურაციისთვის.

სერვერები საქართველოში, მართვადი სერვერები საქართველოში, გლობალური სერვერები, მართვადი გლობალური სერვერები, GPU სერვერები.

რატომ Dedicated სერვერი SERVER1.GE-დან?

ჩვენი Bare Metal ინფრასტრუქტურა აგებულია სერვერულ აპარატურაზე, რომელიც შერჩეულია საიმედოობისა და პროგნოზირებადი მუშაობისთვის.

სრული რესურსი (No noisy neighbors)

Dedicated სერვერის შემთხვევაში თქვენ არ იყოფთ რესურსებს სხვა მომხმარებლებთან. CPU, RAM, და Storage სრულად თქვენს განკარგულებაშია, რაც გამორიცხავს "ხმაურიანი მეზობლის" სინდრომს.

პროგნოზირებადი წარმადობა

Dedicated სერვერზე CPU, RAM და Storage სხვა მომხმარებლებთან არ ნაწილდება. მიღებული აპარატურული რესურსები შეესაბამება არჩეულ კონფიგურაციას, ხოლო რეალური წარმადობა დამოკიდებულია workload-სა და პროგრამულ გარემოზე.

უსაფრთხოება და იზოლაცია

ფიზიკური იზოლაცია სხვა მომხმარებლების გარემოსგან დამატებით გამოყოფას უზრუნველყოფს. თქვენ აკონტროლებთ ქსელურ წვდომებს, Firewall-ის წესებსა და მონაცემთა შენახვის პოლიტიკას.

ტექნიკური მხარდაჭერა

ჩვენი მონაცემთა ცენტრის ინჟინრები მუდმივად მზად არიან. აპარატურული პრობლემის შემთხვევაში რეაგირება ხდება დაუყოვნებლივ, რათა გამოირიცხოს სერვისის შეფერხება.

მოქნილობა არჩევანში

მიიღეთ ზუსტად ის გარემო, რაც გჭირდებათ. იქნება ეს სრულად Managed გარემო სიმშვიდისთვის, Unmanaged სრული თავისუფლებისთვის თუ GPU სპეციფიკური ამოცანებისთვის.

ზრდა და სკალირება

ბიზნესის ზრდასთან ერთად, აპარატურული განახლება (RAM დამატება, დისკების გაზრდა) ხდება მარტივად. თქვენი ინფრასტრუქტურა იზრდება თქვენი საჭიროებების პროპორციულად.

როგორ დავიწყო Dedicated სერვერით?

ინფრასტრუქტურის გაშვება რთული არ უნდა იყოს. ჩვენი პროცესი გამჭვირვალეა და მორგებულია თქვენს ბიზნეს ტემპზე.

1

მიზნის განსაზღვრა

პირველ რიგში აირჩიეთ ლოკაცია - საქართველო ან გლობალური ინფრასტრუქტურა - შემდეგ განსაზღვრეთ Managed თუ self-managed მართვის მოდელი. GPU გამოიყენეთ სპეციალიზებული გამოთვლითი დატვირთვისთვის.

2

კონფიგურაციის არჩევა

გადადით შესაბამის ქვე-გვერდზე და აირჩიეთ აპარატურა: CPU ბირთვები, RAM მოცულობა, NVMe/SSD დისკების ტიპი და GPU მოდელი თქვენი დატვირთვის მიხედვით.

3

სერვერის გაშვება

ჩვენ უზრუნველვყოფთ აპარატურის გამზადებას, სასურველი OS-ის ინსტალაციას და SSH/Remote წვდომების გენერაციას. Managed სერვერებზე კონფიგურაციას ჩვენვე ვასრულებთ.

4

ოპტიმიზაცია & დაცვა

გაშვების შემდეგ იწყება მონიტორინგი, უსაფრთხოების წესების (Firewall) გაწერა, ბექაფების პოლიტიკის განსაზღვრა და სისტემის რეგულარული განახლება.

არსებული პროექტის გადმოტანა / მიგრაცია ხელმისაწვდომია წინასწარი მოთხოვნით.

Managed და Unmanaged - განსხვავება 5 წუთში

სერვერის ფიზიკური შესაძლებლობები ერთია, ხოლო მისი მართვის პასუხისმგებლობა - მეორე. გაეცანით დეტალურ შედარებას, რათა ზუსტად განსაზღვროთ რომელი მოდელი ერგება თქვენი გუნდის რესურსებს.

პასუხისმგებლობის სფეროManaged სერვერი
ჩვენ ვმართავთ
Unmanaged სერვერი
თქვენ მართავთ
ოპერაციული სისტემა & პაჩებისრული უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან: OS ინსტალაცია, ბირთვის (Kernel) განახლებები და კრიტიკული პაჩების დაყენება.სრულიად თქვენი პასუხისმგებლობა: იღებთ სუფთა OS-ს და თავად უზრუნველყოფთ მის უსაფრთხოებასა და განახლებებს.
უსაფრთხოების საბაზისო პოლიტიკავაკონფიგურირებთ Firewall-ს, ვბლოკავთ მავნე პორტებს და ვმართავთ სისტემურ უსაფრთხოებას.თვითონ წერთ Firewall/IPTables წესებს, მართავთ SSH გასაღებებს, პორტებს და წვდომების პოლიტიკას.
მონიტორინგი & შეტყობინებები24/7 პროაქტიული მონიტორინგი (CPU/RAM/Disk/Uptime) და ინციდენტზე რეაგირება ჩვენი ინჟინრების მხრიდან.ჩვენ ვაკონტროლებთ ძირითადად აპარატურის (Hardware) სტატუსს; შიდა სერვისების მონიტორინგი თქვენი საქმეა.
აპლიკაცია / კოდი / კონტენტითქვენი პასუხისმგებლობა: ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინფრასტრუქტურას, მაგრამ აპლიკაციის კოდსა და ბაგებზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ.თქვენი პასუხისმგებლობა: სრული თავისუფლება დეპლოიმენტში (Docker, Kubernetes და სხვა) თქვენი არქიტექტურით.
დრო და ხარჯი DevOps-ზეზოგავთ დროსა და ხარჯებს - არ გჭირდებათ მუდმივი in-house DevOps ინჟინერი ყოველდღიური ოპერაციებისთვის.მოითხოვს კომპეტენტური ადმინისტრატორის ან DevOps გუნდის რესურსს მუდმივი ოპერირებისა და უსაფრთხოებისათვის.
იხილეთ Managed სერვერებიიხილეთ Unmanaged სერვერები

თუ არ გჭირდებათ მთლიანი ფიზიკური სერვერი და ეძებთ უფრო ბიუჯეტურ გამოსავალს, განიხილეთ VPS ჰოსტინგი.

GPU სერვერები: როცა CPU აღარ არის საკმარისი

თანამედროვე გამოთვლითი ამოცანები ხშირად მოითხოვს პარალელური პროცესირების უზარმაზარ რესურსს. ტრადიციული ცენტრალური პროცესორები (CPU), მიუხედავად სიძლიერისა, ვერ უმკლავდებიან ისეთ დატვირთვას, სადაც ათასობით მცირე ოპერაციის ერთდროულად შესრულებაა საჭირო. აქ შემოდის GPU სერვერები.

AI / ML ტრენინგი და ინფერენსი

მანქანური სწავლების მოდელების ტრენინგი მოითხოვს მატრიცული ოპერაციების სწრაფ შესრულებას. GPU არქიტექტურა მკვეთრად ამცირებს ტრენინგის დროს და ეფექტურად ამუშავებს ინფერენსის (inference) მოთხოვნებს რეალურ დროში, რაც კრიტიკულია AI აპლიკაციებისთვის.

რენდერი და ვიდეო დამუშავება

3D გრაფიკის, ანიმაციებისა და მაღალი რეზოლუციის ვიდეო მასალის დასამუშავებლად სტანდარტული სერვერები არაეფექტურია. GPU სერვერები უზრუნველყოფენ სწრაფ რენდერს, ნაკადური ვიდეოს (streaming/transcoding) ოპტიმიზაციას და მედია კონტენტის შეუფერხებელ მიწოდებას.

დიდი პარალელური გამოთვლები

სამეცნიერო სიმულაციები, ფინანსური მოდელირება, კრიპტოგრაფია და Big Data ანალიტიკა. ასეთი ტიპის ამოცანებს სჭირდება მონაცემთა დიდი მოცულობის ერთდროული (პარალელური) ანალიზი, რასაც გრაფიკული პროცესორები იდეალურად ასრულებენ.

  • მაღალსიჩქარიანი მონაცემთა დისკები (NVMe)
  • უსწრაფესი შიდა ქსელი გამტარობისთვის
  • Dedicated CPU/RAM რესურსები
  • მკაცრი ტემპერატურული მონიტორინგი
  • დაცული და იზოლირებული გარემო

Dedicated vs VPS - როდის ღირს Bare Metal?

ვირტუალური კერძო სერვერი (VPS) შესანიშნავია სტარტაპებისა და საშუალო პროექტებისთვის. მაგრამ როდის დგება მომენტი, როცა ფიზიკურ (Bare Metal) სერვერზე გადასვლა აუცილებლობა ხდება?

მახასიათებელიManaged Dedicatedარამართული გამოყოფილი სერვერიGPU სერვერებიVPS ჰოსტინგი
წარმადობის პროგნოზირებაპროგნოზირებადი - გამოყოფილი აპარატურაპროგნოზირებადი - გამოყოფილი აპარატურადამოკიდებულია არჩეულ GPU კონფიგურაციაზემაღალი (ვირტუალიზაციის ფარგლებში)
სრული ფიზიკური იზოლაციაკიკიკიარა (ლოგიკური იზოლაცია)
კასტომ სტეკი და Kernel წვდომაშეზღუდული (ჩვენ ვმართავთ)სრული წვდომასრული წვდომასრული წვდომა ვირტუალურ დონეზე
ოპერაციული პასუხისმგებლობაპროვაიდერი (SERVER1)მომხმარებელიმომხმარებელი / პროვაიდერიმომხმარებელი / პროვაიდერი
AI / GPU აქსელერაციაარაარაGPU აქსელერაციაარა
ხარჯის ეფექტურობამაღალი ბიუჯეტი (მენეჯმენტით)საშუალო/მაღალიმაღალი ბიუჯეტიდაბალი ბიუჯეტი
იხილეთ პაკეტებიიხილეთ პაკეტებიიხილეთ პაკეტებიიხილეთ პაკეტები

მომხმარებელთა მიმოხილვები

SERVER1.GE-ის მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ სწრაფ ტექნიკურ მხარდაჭერას, სტაბილურ ინფრასტრუქტურას და სერვისის გამართულობას.

სწრაფი რეაგირებამომხმარებლები აფასებენ მხარდაჭერის ოპერატიულობას
სანდო ინფრასტრუქტურასტაბილური მუშაობა, სანდო ქსელი და VPS ინფრასტრუქტურა
მარტივი მიგრაციაOS არჩევანი, Dedicated IPv4 და root წვდომა
Google Reviews
5.0/589+ Google Reviews
რას აღნიშნავენ კლიენტები?

ხშირად გამოყოფენ სწრაფ მხარდაჭერას, მომსახურების სტაბილურობას და ადამიანურ კომუნიკაციას.

ვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი?

ბიზნესებისთვის, ონლაინ მაღაზიებისთვის, სააგენტოებისთვის და ყველა პროექტისთვის, ვისაც სჭირდება სანდო ჰოსტინგი.

ნახე Google Business პროფილი

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

მიიღეთ დეტალური პასუხები Dedicated / Managed / GPU სერვერებთან დაკავშირებულ ტექნიკურ და საოპერაციო კითხვებზე. თუ თქვენი კითხვა სიაში არ არის, დაგვიკავშირდით.

Dedicated სერვერი არის მთლიანი ფიზიკური მანქანა (Bare Metal), რომელიც ქირავდება მხოლოდ ერთი მომხმარებლის მიერ. Shared/VPS გარემოში რესურსები (CPU/RAM/დისკი) იზიარება სხვა მომხმარებლებთან, Dedicated-ზე კი აპარატურული რესურსები თქვენს სერვერს ეკუთვნის და გაქვთ სრული კონტროლი. ეს იძლევა უფრო პროგნოზირებად წარმადობასა და ფიზიკურ იზოლაციას მაღალდატვირთული და კრიტიკული სისტემებისთვის.

Managed ნიშნავს, რომ სერვერის ადმინისტრირება, უსაფრთხოების საბაზისო კონფიგურაციები, განახლებები და მონიტორინგი ხორციელდება ჩვენი ინჟინრების მიერ. ვაყენებთ OS-ს, ვაწყობთ Firewall/Access წესებს, ვასრულებთ უსაფრთხოების პაჩინგს და ვაკონტროლებთ კრიტიკულ სერვისებს 24/7 რეჟიმში. შედეგად, თქვენ აღარ გჭირდებათ ცალკე სისტემური ადმინისტრატორი ყოველდღიურ ოპერაციებზე - ფოკუსირდებით პროდუქტზე/ბიზნესზე.

Unmanaged მოდელში თქვენ იღებთ ფიზიკურ რესურსს და Root/Administrator წვდომას (სუფთა OS-ით ან შეთანხმებული ბაზის კონფიგურაციით). ყველა შემდგომი ნაბიჯი - სერვისების ინსტალაცია, უსაფრთხოების პოლიტიკები, განახლებები, აპლიკაციის სტეკი, ლოგების/ინციდენტების მართვა - არის თქვენი (ან თქვენი DevOps გუნდის) პასუხისმგებლობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ აპარატურის გამართულობასა და ქსელის ხელმისაწვდომობას.

GPU სერვერები ოპტიმიზებულია მასიური პარალელური გამოთვლებისთვის და იდეალურია AI/ML მოდელების ტრენინგისა და ინფერენსისთვის, 3D რენდერისთვის, ვიდეო ტრანსკოდინგისთვის, კომპიუტერული ხედვის ამოცანებისა და Big Data ანალიტიკისთვის. GPU-ს შეუძლია ათასობით ოპერაციის ერთდროულად შესრულება, რაც CPU-ზე ბევრ ამოცანაში მნიშვნელოვნად სწრაფ შედეგს იძლევა.

კონფიგურაცია უნდა შეირჩეს დატვირთვის ტიპის მიხედვით: მონაცემთა ბაზებისთვის კრიტიკულია მეტი RAM და სწრაფი NVMe/SSD (IO/IOPS), მაღალი ტრეფიკის ვებ-სერვერებისთვის მნიშვნელოვანია CPU ბირთვები და სწორი კეშირება, ხოლო AI/რენდერისთვის აუცილებელია შესაბამისი GPU. თუ მოგვაწვდით მიმდინარე მეტრიკებს (CPU load, RAM usage, Disk IO, Traffic), დაგეხმარებით ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში.

უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დამოკიდებულია სერვისზე. ფიზიკური უსაფრთხოება და ქსელის საბაზისო შრე (ქსელის პოლიტიკები/ფილტრაცია, საჭიროების მიხედვით DDoS მექანიზმები) ჩვენი პასუხისმგებლობაა. Managed-ზე დამატებით ვმართავთ OS დონეს, პაჩინგს და საბაზისო hardening-ს. Unmanaged-ზე OS და აპლიკაციის უსაფრთხოება სრულად მომხმარებელზე (ან მის გუნდზე) გადადის.

კრიტიკული მონაცემებისთვის Backup ასლი სასურველია განცალკევებული იყოს ძირითადი სერვერისგან. Dedicated Server-ის Backup options ცალკე scope-დება: storage location, სიხშირე, retention და recovery პასუხისმგებლობები კონკრეტული კონფიგურაციისთვის წინასწარ თანხმდება. Managed მოდელში SERVER1 დაგეხმარებათ server-side Backup მოთხოვნების განსაზღვრაში შეთანხმებული scope-ის ფარგლებში.

დიახ - მიგრაცია შესაძლებელია სხვა პროვაიდერიდან ან ლოკალური ინფრასტრუქტურიდან. სირთულე დამოკიდებულია პანელზე (cPanel/DirectAdmin/Plesk) და არქიტექტურაზე. Managed სერვისის შემთხვევაში დაგეხმარებით გეგმაში, სატესტო გადატანაში და DNS cutover-ში, რათა downtime იყოს მინიმალური და პროცესი კონტროლირებადი.

eCommerce გარემოში კრიტიკულია უწყვეტობა, უსაფრთხოება და სწრაფი რეაგირება (ინვენტარი/გადახდები/ბაზა). თუ შიდა DevOps/სისტემური გუნდი არ გაქვთ, Managed რეკომენდებულია - ჩვენ ვაკონტროლებთ OS-ს, პაჩინგს, მონიტორინგს და ინციდენტებზე რეაგირებას. Unmanaged არის სწორი არჩევანი მაშინ, როცა თქვენი გუნდი თავად მართავს ოპტიმიზაციას, კეშირებას, HA/Load balancing-ს და უსაფრთხოების პროცესებს.

Linux სერვერებზე ძირითადი წვდომა ხდება SSH-ით (Secure Shell), Windows-ზე - RDP-ით (Remote Desktop). საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომია IPMI ან KVM-over-IP, რაც გაძლევთ “ფიზიკურ დონეზე” კონსოლს (გადატვირთვა/BIOS/UEFI), მაშინაც კი, როცა ოპერაციული სისტემა არ იტვირთება.

Dedicated-ზე ჰარდვერის განახლება შესაძლებელია, თუმცა ხშირად მოითხოვს დაგეგმილ მცირე downtime-ს, რადგან ცვლილება ფიზიკურად ხორციელდება. RAM/დისკის დამატება ყველაზე მარტივია (თუ პლატფორმა მხარდაჭერს), CPU ცვლილება კი უფრო კომპლექსურია და ზოგჯერ ახალ კონფიგურაციაზე მიგრაციას მოითხოვს. თუ უწყვეტობის მაღალი მოთხოვნა გაქვთ, ხშირად უკეთესია პარალელური ახალი სერვერის გამართვა და ეტაპობრივი გადატანა.

მხარდაჭერა ხელმისაწვდომია ტიკეტების სისტემით. საშუალო საწყისი რეაგირების დრო დაახლოებით 15 წუთია. აპარატურული და ქსელური ინციდენტები პრიორიტეტულად მუშავდება Managed და Unmanaged სერვისებზე. Managed მომხმარებლები დამატებით იღებენ OS/სერვისების დონის დახმარებას (პაჩინგი, კონფიგურაციები, მონიტორინგის რეაგირება).

სრულფასოვანი DevOps გუნდისთვის არამართული გამოყოფილი სერვერი ხშირად საუკეთესო არჩევანია: გუნდს აქვს სრული თავისუფლება ააწყოს საკუთარი სტანდარტებით (Docker/Kubernetes, custom networking, CI/CD, hardening პოლიტიკები) და ოპერიროს გარე ჩარევის გარეშე. Managed უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა გსურთ ოპერაციების ნაწილი აუთსორსზე გადაიტანოთ ან გუნდს დრო სჭირდება ინფრასტრუქტურის სტაბილიზაციაზე.

VPS იდეალურია სტარტაპებისთვის, ტესტირებისთვის და საშუალო დატვირთვის აპლიკაციებისთვის - იაფია და სწრაფად სკალირდება. Dedicated საჭიროა მაშინ, როცა გჭირდებათ გამოყოფილი აპარატურული რესურსები, ფიზიკური იზოლაცია, ძალიან მაღალი ტრეფიკი/ბაზის დატვირთვა, ან სპეციფიკური აპარატურა (მაგ. GPU), რასაც VPS გარემო სრულად ვერ უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს რეალურ მეტრიკებს: თუ CPU ხშირად დგას 80%+ დონეზე, RAM ივსება და სისტემას ხშირად უწევს Swap-ის გამოყენება, ან Disk IO ხდება “ბოთლნეკი” (ბაზა/ლოგები/ქეში), ეს არის სიგნალი რესურსის გაზრდისთვის. ასევე გაითვალისწინეთ პიკური ტრეფიკი, ერთდროული მომხმარებლები და მონაცემთა ბაზის მოთხოვნები. მოგვაწოდეთ თქვენი მონიტორინგის მონაცემები/გრაფიკები და დაგეხმარებით სწორი Dedicated კონფიგურაციის შერჩევაში.

ააშენე სტაბილური ინფრასტრუქტურა

ნუ წახვალთ კომპრომისზე, როდესაც საქმე თქვენი ბიზნესის წარმადობას, კონტროლს და უსაფრთხოებას ეხება. მიიღეთ გამოყოფილი აპარატურული რესურსები და ტექნიკური მხარდაჭერა ჩვენი გუნდისგან.

დაგვირეკეთ

თუ გჭირდებათ რეკომენდაცია - მოგვწერეთ ჩატში ან გახსენით ტიკეტი.