
Servers & Infrastructure
გამოყოფილი სერვერების უპირატესობები
გამოყოფილი სერვერები ძალიან მნიშნელოვან უპირატესობებს სთავაზობენ მომხმარებლებს
არამართული გამოყოფილი სერვერი არის ფიზიკური Bare Metal სერვერი სრული Root/Admin წვდომით, სადაც იღებთ სრულ კონტროლს ოპერაციულ სისტემაზე, სერვისებზე, უსაფრთხოების პოლიტიკაზე, პანელებზე და აპლიკაციურ გარემოზე. SERVER1.GE უზრუნველყოფს სერვერს, ქსელს, საწყის ინსტალაციას და ინფრასტრუქტურულ ხელმისაწვდომობას, ხოლო სერვერის შიდა ადმინისტრირება მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
გჭირდება სერვერი სრული ტექნიკური მართვით? იხილე Managed Dedicated სერვერები .
აირჩიე Bare Metal სერვერი სრული Root/Admin წვდომით.
არამართული გამოყოფილი სერვერი არის ფიზიკური Bare Metal სერვერი სრული Root/Admin წვდომით. SERVER1.GE უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას, ხოლო მართვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
ბიზნესებისთვის, დეველოპერებისთვის და ტექნიკური გუნდებისთვის, რომლებსაც მეტი რესურსი, კონტროლი ან მენეჯმენტი სჭირდებათ.
იზოლირებულ რესურსს, უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ მოქნილობას და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას.
შეაფასეთ დატვირთვა, CPU/RAM, storage, backup, ლოკაცია და მართვის დონე.
არამართული გამოყოფილი სერვერი განკუთვნილია მომხმარებლისთვის, ვისაც სჭირდება სრული კონტროლი, მაღალი წარმადობა და თავისუფლება სერვერის კონფიგურაციაში. ეს მოდელი საუკეთესოა ტექნიკური გუნდისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps სპეციალისტებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც საკუთარი სერვერული გარემოს მართვა შეუძლიათ.
სერვერზე იღებთ სრულ Root/Admin წვდომას. შეგიძლიათ თავად დააინსტალიროთ პაკეტები, შეცვალოთ სისტემური კონფიგურაცია, მართოთ Firewall, Web Server, Database, Docker, Virtualization tools და სხვა კომპონენტები თქვენი მოთხოვნების მიხედვით.
Dedicated სერვერზე CPU, RAM, დისკი და ქსელური რესურსი არ იყოფა სხვა მომხმარებელთან. ეს გაძლევთ სტაბილურ წარმადობას მაღალი დატვირთვის ვებსაიტებისთვის, API სისტემებისთვის, SaaS პლატფორმებისთვის და მონაცემთა ბაზებისთვის.
შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ოპერაციული სისტემა, პანელი, ვებ სერვერი, PHP/Node/Python გარემო, მონაცემთა ბაზა, Backup სისტემა და უსაფრთხოების პოლიტიკა. Unmanaged მოდელი არ გზღუდავთ სტანდარტული ჰოსტინგის ჩარჩოებში.
Root Access გაძლევთ სრულ თავისუფლებას, მაგრამ ასევე ზრდის პასუხისმგებლობას. Firewall, Updates, SSH Security, Malware Protection, Backup, Monitoring და Access Control უნდა მართოთ თქვენ ან თქვენმა ადმინისტრატორმა.
Bare Metal არქიტექტურა გაძლევთ პირდაპირ წვდომას ფიზიკურ რესურსზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია database-heavy პროექტებისთვის, მაღალი ტრაფიკის პლატფორმებისთვის, virtualization workload-ებისთვის და latency-sensitive სისტემებისთვის.
სერვერი გადმოგეცემათ საწყისად დაყენებული ოპერაციული სისტემით. ამის შემდეგ შეგიძლიათ თავად გააგრძელოთ კონფიგურაცია, დააყენოთ პანელი, Security Tools, Docker, Backup Agent ან ნებისმიერი სხვა საჭირო სერვისი.
SERVER1.GE უზრუნველყოფს ფიზიკურ სერვერს, ქსელურ კავშირს, დენის მიწოდებას და ძირითადი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას. სერვერის შიდა პროგრამული მართვა, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოება რჩება მომხმარებლის მხარეს.
თუ მოგვიანებით დაგჭირდებათ ტექნიკური დახმარება, შესაძლებელია ერთჯერადი ან ყოველთვიური მენეჯმენტის დამატება: უსაფრთხოების გამართვა, Plesk/cPanel დაყენება, Migration, Backup, Monitoring ან ოპტიმიზაცია შეთანხმებული სამუშაოს ფარგლებში.
არამართული გამოყოფილი სერვერი არის ინფრასტრუქტურული სერვისი სრული Root/Admin წვდომით. SERVER1.GE გაწვდით ფიზიკურ სერვერს, ქსელურ კავშირს და საბაზისო ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, ხოლო ოპერაციული სისტემის, უსაფრთხოების, აპლიკაციების და მონაცემების მართვა თქვენი პასუხისმგებლობაა.
მარტივად რომ ვთქვათ: SERVER1.GE გაწვდით სერვერს და ინფრასტრუქტურას; თქვენ მართავთ ოპერაციულ სისტემას, უსაფრთხოებას, აპლიკაციებს და მონაცემებს.
არამართული გამოყოფილი სერვერი კარგი არჩევანია მაშინ, როცა გჭირდებათ სრული კონტროლი და გაქვთ ტექნიკური გუნდი, რომელიც სერვერს დამოუკიდებლად მართავს.
თუ კომპანიაში გყავთ ადმინისტრატორი ან DevOps სპეციალისტი, Unmanaged მოდელი გაძლევთ თავისუფლებას და ამცირებს ყოველთვიურ ხარჯს.
როცა სტანდარტული ჰოსტინგი ან Managed გარემო არ გყოფნით და გჭირდებათ სპეციფიკური OS, Kernel, Network, Database ან Container კონფიგურაცია.
Dedicated სერვერი შესაფერისია მაღალი ტრაფიკის საიტებისთვის, API სერვისებისთვის, ERP/CRM სისტემებისთვის, SaaS პლატფორმებისთვის და მონაცემთა ბაზებისთვის.
თუ გჭირდებათ სრული სისტემური კონტროლი და შეზღუდვების გარეშე მუშაობა, არამართული გამოყოფილი სერვერი გაძლევთ სრულ თავისუფლებას.
Managed მომსახურების გარეშე ფასი დაბალია, რადგან ყოველდღიური ადმინისტრირების, მონიტორინგის, უსაფრთხოების და ოპტიმიზაციის სამუშაოები მომხმარებლის მხარეს რჩება.
Unmanaged მოდელში თქვენ წყვეტ, რა დაინსტალირდეს, როგორ იყოს დაცული სერვერი, როგორ იმუშაოს Backup-მა და როგორ განაწილდეს რესურსი.
თუ გინდათ დაბალი ფასი და სრული კონტროლი - აირჩიეთ Unmanaged. თუ გინდათ სერვერი ჩვენმა გუნდმა მართოს - აირჩიეთ Managed.
ძირითადი კითხვები არამართულ გამოყოფილ სერვერებზე, Root Access-ზე, პასუხისმგებლობაზე და დამატებით მენეჯმენტზე.
არამართული გამოყოფილი სერვერი არის ფიზიკური Bare Metal სერვერი, რომელიც მთლიანად თქვენ გეკუთვნით ქირავნობის პერიოდში. იღებთ გამოყოფილ CPU-ს, RAM-ს, დისკს, ქსელს და სრულ Root/Admin წვდომას. SERVER1.GE უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას, ხოლო სერვერის შიდა პროგრამული მართვა, უსაფრთხოება და ოპტიმიზაცია მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
დიახ. არამართულ გამოყოფილ სერვერზე იღებთ სრულ Root/Admin წვდომას. ეს გაძლევთ სრულ კონტროლს სერვერზე, მაგრამ ასევე ნიშნავს, რომ ოპერაციული სისტემის, Firewall-ის, განახლებების, Backup-ის, უსაფრთხოების, პანელების და აპლიკაციების მართვა თქვენი პასუხისმგებლობაა.
ეს მოდელი საუკეთესოა ტექნიკური გუნდისთვის, DevOps სპეციალისტებისთვის, დეველოპერებისთვის, SaaS პლატფორმებისთვის, მაღალი დატვირთვის ვებსაიტებისთვის, თამაშების სერვერებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებსაც საკუთარი ადმინისტრატორი ჰყავთ. თუ არ გყავთ ტექნიკური გუნდი, უკეთესი არჩევანია Managed Dedicated სერვერი.
არამართულ გამოყოფილ სერვერზე იღებთ ფიზიკურ სერვერს და სრულ Root/Admin წვდომას, მაგრამ სისტემის მართვა თქვენზეა. Managed Dedicated სერვერზე კი SERVER1.GE-ს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას OS-ის განახლებებზე, უსაფრთხოებაზე, მონიტორინგზე, Backup-ზე, ოპტიმიზაციასა და ტექნიკურ რეაგირებაზე. Unmanaged არის იაფი და თავისუფალი; Managed არის კომფორტული და ნაკლებად რისკიანი ბიზნესისთვის.
Unmanaged სერვერში პროგრამული პრობლემების მოგვარება სტანდარტულად არ შედის. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ერთჯერადი ფასიანი დახმარება ან ყოველთვიური Managed მომსახურების დამატება. ეს შეიძლება მოიცავდეს OS Recovery-ს, Firewall-ის გამართვას, Malware შემოწმებას, Backup-ის აღდგენას, Plesk/cPanel პრობლემების მოგვარებას ან სერვერის ოპტიმიზაციას.
სტანდარტულ არამართულ გამოყოფილ სერვერში Backup-ის დაყენება, მართვა და აღდგენის ტესტირება არ შედის. მომხმარებელმა თავად უნდა იზრუნოს Backup სტრატეგიაზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი Backup სერვისის ან Managed Backup კონფიგურაციის შეკვეთა.
დიახ. Root/Admin წვდომის წყალობით შეგიძლიათ დააყენოთ Plesk, cPanel, DirectAdmin, Docker, Kubernetes Tools, Nginx, Apache, MariaDB, PostgreSQL, Redis, Node.js, Python ან სხვა საჭირო პროგრამული გარემო. ლიცენზიები, კონფიგურაცია და შემდგომი მართვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, თუ ცალკე Managed მომსახურება არ არის დამატებული.
თუ პრობლემა ფიზიკურ სერვერს, დისკს, RAM-ს, ქსელს ან ინფრასტრუქტურას უკავშირდება, SERVER1.GE ამოწმებს და რეაგირებს შესაბამისი წესით. თუ პრობლემა გამოწვეულია ოპერაციული სისტემით, მომხმარებლის კონფიგურაციით, აპლიკაციით ან უსაფრთხოების არასწორი პარამეტრებით, ეს Unmanaged მომსახურებაში არ შედის.
დიახ. Unmanaged სერვერზე შესაძლებელია Managed მომსახურების დამატება. ასეთ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ვამოწმებთ სერვერის მიმდინარე მდგომარეობას, უსაფრთხოების დონეს, Backup პოლიტიკას, სერვისების კონფიგურაციას და შემდეგ განვსაზღვრავთ მენეჯმენტის სამუშაოების მოცულობას.
დიახ. არამართული გამოყოფილი სერვერი იაფია, რადგან ფასში არ შედის ყოველდღიური ადმინისტრირება, პროაქტიული მონიტორინგი, უსაფრთხოების მართვა, Backup-ის კონტროლი და ოპტიმიზაცია. დაბალი ფასი მიიღწევა იმით, რომ სისტემური პასუხისმგებლობა მომხმარებლის მხარეს გადადის.
მიიღეთ არამართული გამოყოფილი სერვერი სრული Root/Admin წვდომით. დაგეხმარებით აპარატურის, ლოკაციისა და ქსელის პროფილის სწორად შერჩევაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში Managed მომსახურებაც შეგიძლიათ მოგვიანებით დაამატოთ.