
VPS & Cloud
VPS საქართველოში თუ ევროპაში: გაზომეთ ლოკაციის არჩევამდე
აირჩიეთ VPS-ის ლოკაცია მომხმარებლის რეალური გზით: გაიგეთ RTT, TTFB, CDN-ის გავლენა და შეავსეთ შედარების სამუშაო ცხრილი.
Unmanaged VPS ჰოსტინგი - თვითმართვადი ვირტუალური სერვერი სრული root/SSH წვდომით, იზოლირებული CPU/RAM რესურსებით, SSD საცავით და დაბალი თვიური ფასით.
იდეალურია დეველოპერებისთვის, სააგენტოებისთვის და DevOps გუნდებისთვის, რომლებსაც სერვერის მართვა თავად სურთ.
თუ გჭირდება სრული კონტროლი საქართველოში განთავსებულ VPS-ზე, აირჩიე VPS საქართველოში. თუ სერვერის ადმინისტრირება SERVER1-ის გუნდს უნდა მიანდო, გადადი მართვადი VPS საქართველოში-ზე.
შეადარეთ CPU, RAM, SSD და ქსელი. 12- და 24-თვიანი ვადის არჩევისას ნაჩვენები თვიური ფასი სრული წინასწარი გადასახდელის თვიური ეკვივალენტია. სრული თანხა ნახეთ ფასის გვერდით ინფორმაციის ღილაკზე. Backup-ის, DDoS დაცვისა და სხვა დამატებითი სერვისების საბოლოო ღირებულება გადაამოწმეთ შეკვეთის შეჯამებაში.
Unmanaged VPS გაძლევს იზოლირებულ სერვერულ რესურსებს, სრულ root წვდომას და თავისუფლებას თავად მართო OS, პანელები, აპლიკაციები, firewall წესები და DevOps stack-ი - მენეჯმენტის დამატებითი ღირებულების გარეშე.
Unmanaged VPS-ში სერვერის შიდა მართვა თქვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა მონაცემების დამატებითი დაცვისთვის შეგიძლიათ ჩართოთ ავტომატური ბექაფი ან გარე საცავი.
ყოველდღიური სარეზერვო ასლები შესაძლებელია დამატებითი სერვისად - თქვენი პროექტის კრიტიკულობის მიხედვით.
განცალკევებული fault-tolerant საცავი. 50 GB / 100 GB / 200 GB / 500 GB.
Unmanaged VPS-ზე ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების ფართო არჩევანი. აირჩიე stack-ი, რომელიც შეესაბამება თქვენს DevOps და ბიზნეს საჭიროებებს.
უფასო და ღია კოდით: სტაბილური, უსაფრთხო და მოქნილი პლატფორმა ნებისმიერი დატვირთვისთვის.
დააყენე პანელები და Apps საჭიროების მიხედვით - Web ჰოსტინგი, reseller ინფრასტრუქტურა და DevOps stack-ები ერთ სერვერზე.
აირჩიე ოპერაციული სისტემა, მართვის პანელი ან წინასწარ კონფიგურირებული აპლიკაცია და წამებში შექმენი ახალი VPS ინსტანცია.
შევკრიბეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები Unmanaged VPS-ზე: რა შედის, რა არ შედის, ვის უხდება, როგორ მუშაობს root წვდომა, ბექაფი, ბილინგი და მხარდაჭერის საზღვრები.
ვებ ჰოსტინგი არის გაზიარებული გარემო, სადაც რამდენიმე საიტი იყოფს ერთსა და იმავე რესურსებს. Unmanaged VPS გაძლევს იზოლირებულ CPU-ს, RAM-ს, SSD სივრცეს და სრულ root/SSH წვდომას, რათა თავად დააყენო საჭირო OS, პანელები, უსაფრთხოების წესები და აპლიკაციები.
„Unmanaged“ ნიშნავს, რომ SERVER1 უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურას: სერვერის რესურსებს, ქსელს, ვირტუალიზაციას, IP მისამართს და ხელმისაწვდომობას. ოპერაციული სისტემის შიდა ადმინისტრირება, უსაფრთხოების კონფიგურაცია, პაკეტების განახლება და აპლიკაციების მართვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
პაკეტში შედის იზოლირებული vCPU/RAM/SSD რესურსები, Dedicated IPv4, OS-ის არჩევანი, root/SSH წვდომა, ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ქსელის დონეზე მხარდაჭერა. პანელები, ბექაფი და ადმინისტრირება შეიძლება დაემატოს საჭიროების მიხედვით.
სტანდარტულად არ შედის სერვერის შიდა მენეჯმენტი, PHP/MySQL/Nginx/Apache კონფიგურაცია, malware წმენდა, WordPress ან სხვა CMS-ის პრობლემების გასწორება, ელფოსტის შიდა კონფიგურაცია, აპლიკაციის debugging და რეგულარული OS განახლებების შესრულება. ასეთი სამუშაოები შესაძლებელია Managed სერვისით ან ინდივიდუალური შეთანხმებით.
Unmanaged VPS საუკეთესოა დეველოპერებისთვის, DevOps გუნდებისთვის, სააგენტოებისთვის, reseller-ებისთვის და ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ტექნიკური ადამიანი ან სურთ სერვერზე სრული კონტროლი დაბალ ფასად.
დიახ. შეგიძლია დააყენო Plesk, cPanel, Docker, Nginx, Apache, Redis, Node.js, Python, OpenLiteSpeed, n8n და სხვა stack-ები. ლიცენზიები და პროგრამული უზრუნველყოფის შიდა კონფიგურაცია არ შედის საბაზისო ფასში.
მიგრაციის მოცულობა და პირობები შეკვეთამდე დააზუსტეთ. აღწერეთ გადასატანი ფაილები, მონაცემთა ბაზები, ელფოსტა და საჭირო DNS ცვლილებები. სამუშაოს დაწყებამდე შეათანხმეთ პასუხისმგებლობა, ფასი და ვადა. თუ სერვერის ადმინისტრირებაც გჭირდებათ, შეადარეთ Managed VPS-ის პირობები.
SERVER1 იცავს ინფრასტრუქტურულ დონეს - ქსელს, ვირტუალიზაციის გარემოს და პლატფორმის ხელმისაწვდომობას. VPS-ის შიგნით firewall წესები, SSH hardening, user permissions, updates, application security და malware რისკები მომხმარებლის ან მისი ადმინისტრატორის პასუხისმგებლობაა.
Backup ცალკე შესამოწმებელი და დასაგეგმი ნაწილია. შეათანხმეთ სარეზერვო ასლების შექმნის სიხშირე, შენახვის ადგილი და ვადა, აღდგენის პასუხისმგებლობა და დამატებითი ფასი. Unmanaged მოდელში თქვენი ადმინისტრატორი უნდა დარწმუნდეს, რომ არჩეული სქემა მუშაობს და აღდგენა შემოწმებულია.
ინფრასტრუქტურულ დონეზე მოქმედებს 99.9% სერვისის ხელმისაწვდომობის SLA. ეს ეხება SERVER1-ის პლატფორმას და ქსელურ ხელმისაწვდომობას, მაგრამ არ ფარავს მომხმარებლის მიერ VPS-ის შიგნით არასწორ კონფიგურაციას, აპლიკაციის შეცდომებს ან resource overload-ს.
Billing selector-ში აირჩიე სასურველი პერიოდი. თითოეულ პაკეტთან ცალკე ჩანს თვიური ფასი და შეკვეთისას სრულად გადასახდელი ჯამური თანხა.
დიახ. თუ მოგვიანებით დაგჭირდება სერვერის ადმინისტრირების გადაცემა SERVER1-ის გუნდზე, შეგიძლია გადახვიდე Managed VPS-ზე ან უფრო დიდ ინფრასტრუქტურაზე - Managed Dedicated სერვერზე ან არამართულ გამოყოფილ სერვერზე.
გადადით Dedicated / Managed Dedicated სერვერებზე. მიიღეთ ფიზიკური აპარატურის სრული რესურსი, ინდივიდუალური ქსელური პორტი და პრემიუმ მხარდაჭერა კორპორატიული პროექტებისთვის.